პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფელი
პროექტის მთავარი იდეა:
მინი–ლექციის დროს რომელიც, ეხებოდა სოფლის ისტორიას,ბავშვები დაინტერესდნენ უკეთ შეესწავლათ თავიანთი სოფელი და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი სახელად ,,ჩემი სოფელი”.პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ყოველმხრივ შეისწავლიან სოფლის ისტორიას.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები იგებენ თავიანთი სოფლის ისტორიას,რათა შექმნან საკუთარი სოფლის შესახებ მცირე მატიანე.
პროექტის მიზნები:
სოფლის ისტორიის შესწავლა,ისტორიული ძეგლების შესწავლა,დემოგრაფიული მონაცემების შესწავლა,რის შედეგად განუვითარდებათ კვლევითი და შემოქმედებითი უნარი.
მონაწილეთა ასაკი:
11–12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
3–თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას თავიანთი სოფლის წარსულის შესახებ,უფრო უკეთ გაეცნობიან კომპიუტერთან მუშაობის ტექნიკას. შეიქმნება ფოტო–ალბომები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი,პროექტორი,წიგნები,თაბახის ფურცლები,საწერ–კალამი,ფოტო–აპარატი.
პროექტის მსვლელობა:
საპროექტო ჯგუფს გავაცანი სამუშაო გეგმა,ვინაიდან ჯგუფში არის 11 მოსწავლე გადავწყვიტეთ შეგვექმნა 3 ჯგუფი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
1–ჯგუფს ვაძლევ დავალებას გამოიკვლიონ სოფლის დემოგრაფიული მონაცემები,გაარკვიონ შობადობისა და სიკვდილიანობის თანაფარდობა ინფორმაცია მოიძიონ სოფლის საკრებულოში და მონაცემები მოიტანონ დიაგრამების სახით.
2–ჯგუფს დაევალეა მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში სოფლის შესახებ გამოიკვლიონ სოფლის ისტორიული ძეგლები და ინფორმაცია სოფელში მცხოვრები გვარების წარმოშობის შესახებ და გააკეტონ პრეზენტაცია.
3–ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას სოფელში მცხოვრებ უხუცესებთან რათა გაიგონ სოფელში არსებული მითები და მისი სიძველეები, ასევე გადაიღონ სოფლის ღირსშესანიშნავი ადგილები და გააკეთონ ფოტო–ალბომი.
საპროექტო ჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია და მოემზადონ პრეზენტაციისთვის
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:მათემატიკა,ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ჩაკაბერია
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:marinachakaberia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.marinachakaberia. blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий